სასტუმრო ქართლი

სასტუმრო ქართლი უკვე 15 წელზე მეტია რაც სასტუმრო ქართლი, რესტორნითა და ლუდის ბაღით, თბილისის ცენტრში, ვერის უბანში, რუსთაველიდან 5 წუთის ფეხით სავალ მანძილზე მდებარეობს. ეს არის ადგილი, სადაც თქვენ გულითადი სტუმართმოყვარეობით მიგიღებენ. სასტუმრო ქართლი გერმანელი წყვილის, რაინერ და გაბი კაუფმანების მიერ იქნა დაარსებული, წყვილი რესტორანს ქართველ პერსონალთან ერთად უძღვება. მაღალი დონის გერმანული მომსახურების სტილი და ქართული სტუმართმოყვარეობა ეს ის პირობებია, რაც სასტუმრო ქართლში მისაღებ ფასადაა ხელმისაწვდომი. 12 მარტივად, მაგრამ სუფთად მოწყობილი ოთახი, აბაზანით, სატელიტური ანტენით და უსადენო ინტერნეტით.

სასტუმროს დაჯავშნა: service@hotel-kartli.com ასავე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: + 995-322-995429 + 995-598-801999
დაგვიკავშირდით გერმანიაში: service-deutschland@hotel-kartli.com ტელეფონი: +49-7257-930390

რესტორანი რესტორანი, თბილისში ცნობილი როგორც რაინერის პიცერია და ლუდის ბაღი, უკვე 10 წელზე მეტია უცხოელებისთვის და ქართველებისათვის საყვარელი შეხვედრის ადგილია. უგემრიელესი უმეტესად, გერმანული იტალიური და ქართული კერძების ფართო არჩევანი, ასევე რაინერ კაუფმანისგან შექმნილი ახალი ქართული სამზარეულოს  რეცეპტები, ამ ყველაფერს სასტუმრო ქართლის უგემრიელესი სამზარეულო გთავაზობთ. რესტორანს ასევე აქვს ქითერინგ-სერვისი ფართო არჩევნით.

ტურისტული სააგენტო ტურისტული სააგენტოს, ერკა რაიზენ კავკაზუსის  მეშვეობით, რომელიც ასევე გაბი და რაინერ კაუფმანების მიერ იმართება, შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის მოგზაურობის ორგანიზება საქართველოსა და სასომხეთში. ერკა რაიზენი 1993 წლიდან უძღვება გერმანულენოვან ტურისტებს საქართველოში, ის პირველი გერმანული ტურისტული სააგენტოა საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

თბილისის ტრეველ შოპში, რომელიც სასტუმრო ქართლის გვერდითაა განთავსებული, შესაძლებელია მოკლე, ერთდღიანი მოგზაურობის და ლაშქრობების ორგანიზება. ტრეველ შოპი ასევე გთავაზობთ წიგნების,CD დისკებისა და ღია ბარათების ფართო არჩევანს. გამომცემლობა კომპანია ერკას ასევე ეკუთვნის ორი გამომცემლობა, გამომცემლობა ერკა ბრუხზალი  და კარო მედია თბილისი. ორივე გამომცემლობა რამდენიმე წელია უშვებს ფოტოკალენდრებს, რუქებს და წიგნებს საქართველოს შესახებ. 2012 წლიდან გამომცემლობა უშვებს გერმანულენოვან ყოველთვიურ გაზეთს სამხრეთ კავკასიიდან ’’კავკაზიშე პოსტ’’, რომელიც 1906 წელს გერმანელი კოლონისტების მიერ იქნა დაარსებული. გაზეთის გამომცემელი და რედაქტორი რაინერ კაუფმანია.

მეტი ინფორმაცია service@hotel-kartli.com თქვენს ჯავსნებს ასევე სიამუვნებით მივიღებთ შემდეგ ნომერზე: + 995-322-995429 Hotel   oder    +995-322-985439  Restaurant / Pizzieria + 995-598-801999
დაგვიკავშირდით გერმანიაში: service-deutschland@hotel-kartli.com ტელეფონი: +49-7257-930390